IAEA-ს დირექტორი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს სადგურზე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ( IAEA) გენერალურმა დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ტერიტორია გასული წლის მარტიდან რუსების მიერაა ოკუპირებული და სადგურს რუსული ატომური ენერგიების სააგენტო მართავს.

გროსიმ აღნიშნა, რომ რაიონში მატულობს სამხედრო აქტივობა და ჯარების რაოდენობა, მას არ დაუკონკრეტებია გულისხმობდა თუ არა როგორც რუსულ, ისე უკრაინულ ძალებს.

მისი განცხადებით, სადგურზე არ უნდა იყოს მძიმე სამხედრო ტექნიკა. 

უკრაინამ რუსები დაადანაშაულა ქარხანაში სარაკეტო სისტემების დამონტაჟებაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ცდილობს მხარეებთან უსაფრთხოების ზომები შეათანხმოს. გროსიმ თქვა, რომ ის ცდილობდა ჩამოეყალიბებინა "რეალური, სიცოცხლისუნარიანი წინადადებები", რომელიც მისაღები იქნებოდა ორივე მხარისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი