რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას "ცუდ ხუმრობას" უწოდებს და წერს, რომ არ შეიძლება რუსეთთან და მის ომის დამნაშავე ლიდერთან მსოფლიო უსაფრთხო იყოს:

"რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ცუდი ხუმრობაა. რუსეთმა თავისი ადგილი მიითვისა; ის აწარმოებს კოლონიალურ ომს; მისი ლიდერი არის ომის დამნაშავე, რომელიც იძებნება ICC-ის მიერ ბავშვების გატაცებისთვის. მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო, როცა რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“ წერს დმიტრო კულება. 

 უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი როტაციის პრინციპით პირველი აპრილიდან გადაიბარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი