ბლინკენი ბრიუსელში ვიზიტის დროს კულებას შეხვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ვიზიტის დროს მონაწილეობას მიიღებს NATO-ს მინისტერიალსა და  აშშ-ევროკავშირის ენერგეტიკული საბჭოს სხდომაში, რომლის დროსაც განიხილება ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ ბლინკენი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან.

"ნატოს საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის დროს, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას და ჩვენს ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი" - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის ბლინკენი ბრიუსელში 3-დან 5 აპრილამდე იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი