აშშ-ის ელჩობის კანდიდატის მოსმენა კონგრესში | რობინ დანიგენის 4 პრიორიტეტი ცნობილია

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის მოსმენა კონგრესში. რობინ დანიგენი საქართველოში გამოსამგზავრებლად ემზადება და საუბრობს პრიორიტეტებზე - როგორი იქნება დიპლომატის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. 4 მთავარი პუნქტი დღეს დანიგენმა კონგრეში წარადგინა. მთავარი საფრთხე მომავალი ელჩისთვის რუსეთია - მთავარი მიზანი კი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია და საქართველოს დასავლურ სტრუქტურებთან კვლავ დაახლოება.

ელჩობის კანდიდატს სრული ინფორმაცია აქვს საქართველოში არსებულ ვითარებაზე მათ შორის უმთავრესია - პოლიტიკური მართლმსაჯულება, ზეწოლა მედიაზე, მიტაცებული ინსტიტუტები, რუსული გავლენის მატება ქვეყანაში. 

რუსული კანონის მიღების მცდელობას, რასაც მარტის აქციები მოჰყვა, ამერიკის მომავალი ელჩი საქართველოში, რუსულ სპეც-ოპერაციას უწოდებს და ხელისუფლებას გამოსავალს სთავაზობს - ზედმიწევნით დაიწყოს 12 პუნქტის შესრულება, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის კარს გაუხსნის და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. დღევანდელ მოსმენაზე შეკითხვა დაისვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც რაზე პასუხადაც ელჩმა დანიგენმა რუსულ საფრთხეზე ისაუბრა და ალბათ ეს არ იყო შემთხვევითი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი