ეუთოს ქვეყნებმა უკრაინის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების უფლებების დარღვევაზე ხელახალი გამოძიება დაიწყეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სხვა წევრ 45 წევრთან ერთად, დაიწყო სპეციალური მისია, რათა გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომ ეს მექანიზმი გულისხმობს ექსპერტების ან მომხსენებლების მისიების შექმნას კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოსაფხვრელად.

მექანიზმი უკვე მესამედ ამოქმედდა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით - გასული წლის მარტსა და ივლისში, ეუთოს მომხსენებლებმა მოამზადეს დეტალური ანგარიშები რუსი სამხედროების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.

ამჯერად კი მექანიზმი გააქტიურებულია "უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის უკიდურესად სერიოზული ზემოქმედების გამო უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ბავშვებზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი