ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკვე 173 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 31 მარტამდე პერიოდს.

უწყება ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 460 რუსი სამხედრო მოკლეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 173 360;
  • ​ტანკი - 3 615;
  • ჯავშანტექნიკა - 6 977;
  • საარტილერიო სისტემა - 2 675;
  • სარაკეტო სისტემა - 526;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 278;
  • თვითმფრინავები - 306;
  • ვერტმფრენი - 291;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 248;
  • საკრუიზო რაკეტები - 911;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 521;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 294.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი