"ბირთვული იარაღის განსათავსებლად მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და მზადაა" | ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმითბელარუსში ბირთვული იარაღის განსათავსებლად ყველა ტიპის ინფრასტრუქტურა მზად არის.

"ჩვენს თვითმფრინავებს შეუძლიათ ატარონ ბირთვული ქობინები. თქვენ რუსეთის პრეზიდენტისგან მოისმინეთ ბელორუსის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის ერთობლივი გეგმების შესახებ. მე უბრალოდ მინდა რომ განვმარტო: მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და მზად არის," - თქვა ლუკაშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ბელორუსის დიქტატორმა ბელარუსულ იარაღზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი სარაკეტო სისტემა "პოლონეზი" არაფრით ჩამოუვარდება და ბევრი თვალსაზრისით აღემატება ამერიკულ HIMARS-ებს. 

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღს განთავსების შესახებ განცხადება პუტინმა 25 მარტს გააკეთა. მის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ დასავლეთში. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთის გეგმებს არ შეცვლის. განცხადებას თავის მხრივ გამოეხმაურა პოლონეთიც, რომელიც ბელარუსს ახალი სანქციებით დაემუქრა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი