რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა - ნატო

გამოქვეყნდა:

ნატო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი რუსეთის მორიგ ბირთვულ შანტაჟთან დაკავშირებით. კომენტარს Reuters ავრცელებს.

საუბარია პუტინის განცხადებაზე, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს და მისი საცავის მშენებლობას 1-ელ ივლისამდე დაასრულებს.

ნატოს წარმომადგენლის თქმით, ეს რიტორიკა „საშიში და უპასუხისმგებლოა, " თუმცა ალიანსს ჯერჯერობით არ შეუნიშნავს რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში.

"ნატოს მოკავშირეები მოქმედებენ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით. რუსეთი მუდმივად არღვევს თავის ვალდებულებებს იარაღის კონტროლის შესახებ, ცოტა ხნის წინ შეაჩერა მონაწილეობა სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ახალ ხელშეკრულებაში." - თქვა ნატოს წარმომადგენელმა.

პუტინის მხრიდან მორიგი ბირთვული შანტაჟის შემდეგ, უკრაინამ გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ შეკრება მოითხოვა.

ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებას, მორიგი სანქციებით უპასუხებენ.  

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი