რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რეგიონის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის პრესსპიკერის, იულია ბარიშევას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს.

მისი ინფორმაციით, დიზიანდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

"დღეს 13:00 საათზე ზაპორიჟჟიე ხელმეორედ დაბომბეს. დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, აქედან ორი ნაწილობრივ განადგურდა.", - თქვა ბარიშევამ.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ერთ-ერთ კორპუსში ჩაკეტილი ქალი და 1 წლის ბავშვი იპოვეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი