
აშშ-ს ადმინისტრაცია უკრაინისთვის 2.6 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რადარებს, საზენიტო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და ლოგისტიკურ აღჭურვილობას.
Reuters-ს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი დახმარების ახალ პაკეტს ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებს.
"სავარაუდოა, რომ აღჭურვილობის ნუსხაში ასევე შევა ნახევარი ათეული სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალა" - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, პაკეტი შეიძლება შეიცავდეს მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას, ხიდის აღჭურვილობას, აღდგენის მანქანებს, დამატებით ჭურვებს NASAMS-ის საზენიტო სისტემებისთვის და სხვა აღჭურვილობას.
ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, საბოლოო პაკეტი შაბათ-კვირას ჩამოყალიბდება. უფრო მეტიც, დაფინანსების მთლიანი ოდენობა, ისევე როგორც აღჭურვილობის კონკრეტული ტიპები, შესაძლოა საბოლოო ვერსიაში შეიცვალოს.