
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკვე 467 ბავშვი მოკლეს, დაშავებულია 1 411-ზე მეტი.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 448; ხარკოვის ოლქში - 275, კიევის ოლქში - 127, ჩერნიგოვის ოლქში - 86, ლუგანსკის ოლქში - 67, მიკოლაევის ოლქში - 83, ხერსონის ოლქში - 83, ზაპოროჟიეს ოლქში - 88, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 63, ლასტროვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში-94.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.