რუსებმა ავდიივკა კიდევ ერთხელ დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსებმა ავდიივკა კიდევ ერთხელ დაბომბეს. მისივე ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.  

"მტერმა სარაკეტო შეტევა დაიწყო ქალაქ ავდიევკაზე. პირველი რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, მეორე ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა", - წერს იერმაკი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა თავშესაფარში იმყოფებოდა, ამიტომ მსხვერპლი არ არის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი