
რუსული აგრესიას კიდევ ერთი ქართველი გმირი ემსხვერპლა. მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტში იბრძოდა და რუსულის არმიის დაბომბვასაც იქ შეეწირა. მიხეილ მაზანაშვილი 8 წელი საქართველოს თავდაცვის ძალებშიც მსახუბრობდა, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო მისიაში.
უკრაინაში კი იბრძოდა სხვადასხვა დანაყოფში, ბოლოს ქართველი პარტიზანების რიგებში იყო. მისი ცხედარის გადმოსვენება ბახმუტიდან ჯერ ვერ ხერხდება. ამ დრომდე 9 ქართველი ედაღუპული მებრძოლია ვინც სამშობლოში ვერ გადმოასვენეს.
მიხეილ მაზანაშვილი 39-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინაში საქართველოსა და უკრაინის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა და გმირულად დაეცა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი