"არ მგონია, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს გაიმარჯვოს, თუმცა შეუძლებელი არაა" | მარკ მილი

გამოქვეყნდა:

"არ მგონია, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს გაიმარჯვოს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მარკ მილი საუბრობს

მისი განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინის მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინიდან ყველა რუსის გაძევებაა. 

"ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანაა. ძალიან, ძალიან რთული სამხედრო ამოცანა, თქვენ უყურებთ რამდენიმე ასეულ ათას რუსს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში არიან. არ ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება გაკეთდეს. უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა" - თქვა მან.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი