"გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის თავმჯდომარეობა გაეროს უშიშროების საბჭოში საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს.

მისივე თქმით, არ არსებობს ტერორის ისეთი ფორმა, რომელიც რუსეთს ჯერ არ განუხორციელებია და არ იქნება ისეთი მიზეზი, რომელიც გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას შეაჩერებს. 

"დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა. ავდეევკადან, დონბასში. მშობლები დაჭრილები არიან. რუსული არტილერია და ამავდროულად რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას" - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი