
რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს. მისი განცხადებით იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
ცნობილია, რომ ოკუპანტების თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები და კერძო საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღავანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაცით კი დაზიანებულია 16 კორპუსი, 8 კერძო სახლი და 3 ავტომობილი.