ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთში ჩავა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავას 5 აპრილს ეწვევა.

"ვიზიტი გაიმართება პრეზიდენტის (ანდჟეი) დუდას მოწვევით. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე", - განუცხადა საგარეო საკითხებში მრჩეველმა კერძო რადიო RMF-ს.

მისი თქმით, ზელენსკი ოთხშაბათს ვარშავის ციხის მოედანზე შეხვდება პოლონელებსა და უკრაინელებს, რომლებმაც პოლონეთს შეაფარეს თავი.

ზელენსკი ბოლოს პოლონელ კოლეგას 2022 წლის დეკემბერში შეხვდა აშშ-ში ვიზიტის შემდეგ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი