
რუსი სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის აფეთქების საქმეზე დაკავებულის, დარია ტრეპოვას ქმარი ამბობს, რომ მისი ცოლი მკვლელობისთვის გამოიყენეს.
დმიტი რაილოვმა დამოუკიდებელ რუსულ გამოცემა The Insider-ს უთხრა, რომ მისი ცოლი მეგობრის სახლში დააკავეს. მისი თქმით, დარია არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ვინმეს მოკვლა.
"მას ეს ყველაფერი მოუწყვეს და ის გამოიყენეს. ბოლო დღეების განმავლობაში მე მას დავუკავშირდი, მაგრამ კონტაქტი დავკარგე დაახლოებით 4-5 საათის წინ.
მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დარიას, რაღაც დავალებით ან მიზეზით, უნდა მიეცა საჩუქარი, არც კი ვიცოდი რა.
არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც მან რამდენჯერმე მითხრა: ის დარწმუნებული იყო, რომ ეს ნივთი ადამიანთან წვდომის საშუალებას მისცემდა. ეს არ იყო რაღაც, რაც უნდა აფეთქებულიყო", - თქვა მან.
ცნობისთვის, დარია ტრეპოვა ორშაბათს სანქტ პეტერბურგში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დააკავეს. აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.
გამოძიების თანახმად, სწორედ ტრეპოვამ მიიტანა კაფეში ყუთი ტატარსკის ბიუსტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
ამავე თემაზე: