
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი იევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილე, ემინე ჯაფაროვა ავრცელებს.
ჯაპაროვამ უკრაინის დედაქალაქში პეიჩინოვიჩ-ბურიჩთან ერთად სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.
"მან მადლობა გადაუხადა საბჭოს რუსეთის აგრესიით მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნის ინიციატივისთვის. მათ განიხილეს სამართლიანობის აღდგენისა და რუსი სამხედრო დამნაშავეების პასუხისმგებლობისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები", - წერს ჯაპაროვა