
ლაზარე გრიგორიადისი პირველივე დღიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ადვოკატი, რომელიც დღეს გლდანის ციხეში გრიგორიადისს შეხვდა უმძიმესი ფაქტების შესახებ საზოგადოებას უყვება. ირკვევა, რომ დაკავების პირველივე წუთებიდან, ახალგაზრდა, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდა, შანტაჟისა და ძალადობის წინაშე აღმოჩნდა.
მას მოტყუებით წაართვეს ტელეფონი, დააშინეს მეგობრის დაჭერით, იძულებით მიაცემინეს აღიარებითი ჩვენება, არ შეახვედრეს ადვოკატს და ბოლოს გლდანის ციხეში, ნების საწინააღმდეგოდ თავი გადაპარსეს. უფრო მეტ დეტალზე უფლებადამცველი და მეგობარი, რომლის დაჭერითაც იმუქრებოდა პოლიცია არ საუბრობენ. გიორგი ჯარიაშვილი საერთოდ არიდებს თავს პრესასთან ურთიერთობას.