ნიდერლანდები უკრაინას 274 მლნ ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს | რას მოიცავს პაკეტი

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდები უკრაინას 274 მლნ ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს. აღნიშნული დახმარების პაკეტი ნიდერლანდების მთავრობის მიერ 2023 წლისთვის უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი 2,5 მლრდ ევროს ნაწილია.

აქედან 180 მლნ ევრო განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სოფლის მეურნეობისა და რეკონსტრუქციისთვის, ხოლო დანარჩენი 94 მლნ ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალების არალეტალური მხარდაჭერისთვის, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

პაკეტის "ჰუმანიტარული ნაწილიდან" 20 მლნ ევრო გადადის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, 10 მლნ ევრო ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე, ამდენივე კი სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვაზე.

რაც შეეხება დახმარების პაკეტის სხვა ნაწილს, მისგან 75 მლნ ევრო მოხმარდება უკრაინასა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ხოლო 14 მლნ ევრო მოხმარდება რუსეთის  სამხედრო მოქმედებებით მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნას და ჰააგის და უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას

გარდა ამისა კიდევ 5 მლნ ევრო დაიხარჯება "კულტურის დაცვასა და შენარჩუნებაზე, რომელიც უკრაინის  იდენტობას განსაზღვრავს"

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისისთვის ნიდერლანდებმა უკრაინას 1,7 მლრდ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი