
მედიის ცნობით, აშშ-ის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩიდან, ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მოსალოდნელი ბრალდების წაყენების წინ გაფრინდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ. გამოძიება ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდს, პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობაზე საუბარი შეეწყვიტა.
მოსალოდნელია, რომ ტრამპი სასამართლოში სამშაბათს გამოცხადდება. მან გამოაქვეყნა განცხადება და მომხდარს პოლიტიკური დევნა და ისტორიაში ყველაზე დიდ დონეზე არჩევნებში ჩარევა უწოდა.
CNN ორ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ტრამპს ბიზნეს საქმიანობაში თაღლითობასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ბრალდება ემუქრება.