საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას დახმარების პირველი ტრანში 2,7 მლრდ გადაურიცხა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი პიშნიმ დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინას დახმარების პირველი ტრანში 2,7 მლრდ დოლარის ოდენობით ახალი გაფართოებული დაფინანსების პროგრამის ფარგლებში უკვე გადაურიცხა.

"მადლობას ვუხდით პარტნიორებს სწრაფი დახმარებისთვის და ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით გასავლელად და სავალუტო ფონდისგან შემდეგი ტრანშის მისაღებად“, - განაცხადა პიშნიმ.

მანამდე კი უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განმარტა, რომ სსფ-ის სახსრები გამოყენებული იქნება კრიტიკული ხარჯების დასაფინანსებლად და მაკროფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

შმიგალის თქმით, "პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი არის სასწრაფო დაფინანსება ომში ჩვენს გამარჯვებამდე. მეორე ნაწილი არის უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და ტრანსფორმაცია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი