
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში სამრეწველო საწარმოს მართვადი საჰაერო ბომბებით დაბომბეს.
მისი ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა შენობის ლითონის კონსტრუქციები, სახელოსნოს სახურავი კი განადგურდა. ცნობილია, რომ დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა.
"მტერმა განაახლა თავდასხმები მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებით. ოთხი ჭურვი ბერისლავის რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმოს მოხვდა", - თქვა მან.