რუსეთი, სავარაუდოდ, "ვაგნერის" ალტერნატივების დაფინანსებასა და განვითარებას ცდილობს - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს დააფინანსოს და განავითაროს ალტერნატირული კერძო სამხედრო კომპანიები, რომ საბოლოოდ მათ "ვაგნერი" შეცვალონ უკრაინაში ბრძოლაში.

"ეს ხდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერის ჯგუფს შორის გახმაურებული უთანხმოების კონტექსტში.რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, სურს შემცვლელი სამხედრო კომპანია, რომელზეც მას მეტი კონტროლი ექნება. თუმცა, არც ერთი სხვა ცნობილი რუსული სამხედრო კომპანია ამჟამად არ უახლოვდება ვაგნერის ზომას ან ძალას", - ნათქვამია დაზვერვის განახლებაში.

უწყებაში ფიქრობენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას, ალბათ სჯერა, რომ კერძო სამხედრო კომპანიის მძიმე მსხვერპლს რუსული საზოგადოება უკეთ მოითმენს, ვიდრე რეგულაურ სამხედრო დანაკარგებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი