სამჯერ და ოთხჯერ უთხრა უარი, მერე იძულებული გავხდი გადამეპარსა თმაო - გრიგორიადისის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

როგორც ბითაძე განმარტავს, თმის გადაპარსვაზე დაკავებულმა რამდენჯერმე თქვა უარი.

"ლაზარემ ადვოკატებს განგვიმარტა, რომ სამჯერ და ოთხჯერ უთხრა უარი და განუმარტა, რომ არ სურდა მას თმის გადაპარსვა, რაზედაც თქვა, რომ ჩამაცივდნენო და მერე იძულებული გავხდი გადამეპარსა თმაო. ეს მოხდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდო. როდესაც დააკავეს იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის დეპარტამენტში და იქ შეზღუდვა ადვოკატის უფლება, როდესაც დაკავებისთანავე აქვს ადვოკატის ყოლის უფლება. სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ შემოსულებიო, გამომკითხესო საქმის გარემოებებიო, მაგრამ ეს დეტალები მათთვის არ მომიყოლიაო", - თქვა ლიკა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ლაზარე გრიგორიადისისთვის ნების საწინააღმდეგოდ თმის გადაპარსვის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გუშინ გაავრცელა. ამ განცხადებას პენიტენციური დაწესებულება გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მას თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი