
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მას და ანა ნაცვლიშვილს ლაზარე გრიგორიადისის მონახულებაზე უარი უთხრათ.
მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც დეპუტატებს ციხეში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, გაურკვეველია.
"პარლამენტის თავჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე უარი მითხრა. (მეც და როგორც გაირკვა ანა ნაცვლისშვილსაც)
მიზეზი გაურკვეველია.
თუმცა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ხელისუფლებას დასამალი ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს", - წერს წითლიძე.
გრიგორიადისი მარტში "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა. ის 29 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მან პოლიციის თანამშრომლებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, ასევე დაწვა შსს-ს კუთვნილი მანქანა.
21 წლის ბიჭს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან პროცესზე თქვა, რომ ჩვენების ხელახლა მიცემა სურს. გუშინ გრიგორიადისის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თმა ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. ამ განცხადებას პენიტენციური დაწესებულება გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.