ვისაუბრებთ როგორ შეგვიძლია NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლა - კულება ბრიუსელში შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, სამშაბათს ბრიუსელში უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომაზე ისაუბრებს როგორ შეუძლია მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანების გზაზე წინსვლა. 

კულებამ მიულოცა ფინეთ ალიანსში გაწევრიანება და თქვა, რომ უკრაინის მიზანიც იგივეს მიღწევაა.

"ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს ფინელ მეგობარს გაწევრიანებას. უკრაინა მიზნად ისახავს მიაღწიოს იმავე მიზანს - გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ეს იქნება ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა აქ, ბრიუსელში - როგორ შეგვიძლია წინსვლა", - თქვა კულებამ. 

მისი განცხადებით, აფასებენ ალიანსის პრაქტიკულ მხარდაჭერას, მაგრამ არ არსებობს უკეთესი გადაწყვეტა  ევროატლანტიკურ რეგიონში სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტირებისთვის, ვიდრე უკრაინის ალიანსში გაწევრიანება. 

კულებას თქმით, უკრაინის ამბიციაა ზაფხულში ვილნიუსში გამართულ სამიტზე, რაც შეიძლება შორს წავიდეს ალიანსში წევრობისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი