ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის - დმიტრო კულება ბრიუსელში, ენტონი ბლინკენს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა.

როგორც კულება Twitter-ზე წერს, უკრაინა მალე მიიღებს მეტ სამხედრო დახმარებას, რაც ქვეყანას დაეხმარება  რუსეთის ოკუპაციისგან მეტი ტერიტორიის გათავისუფლებაში.

"მოხარული ვარ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრით. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკვე მიდის უკრაინაში, რათა დაგვეხმაროს რუსეთის ოკუპაციისგან მეტი ტერიტორიის განთავისუფლებაში. მადლობელი ვარ აშშ-ს უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის", - წერს კულება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი