პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი 2,6 მილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი 2,6 მილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

"დღეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში ახალი კრიტიკული დახმარების გამოყოფის შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში განმარტებულია, რომ ახალი პაკეტი მოიცავს როგორც პენტაგონის ფონდებიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების დაქვემდებარებაში მყოფი თანხების გამოყოფას 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 2,1 მლრდ დოლარს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი