დონეცკის ოლქის 21 დასახლებაში ბავშვთა იძულებითი ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, დონეცკის ოლქის 21 დასახლებაში ბავშვთა იძულებითი ევაკუაცია გამოცხადდა. 

დღეს, ვიცეპრემიერ ირინა ვერეშჩუკის თავმჯდომარეობით, საომარი მდგომარეობის პირობებში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის შესახებ საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა.

"საკოორდინაციო შტაბის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დონეცკის რეგიონალური მთავრობის გადაწყვეტილებას დონეცკის ოლქის 21 დასახლებიდან 126 ბავშვის სავალდებულო ევაკუაციის შესახებ, სადაც უსაფრთხოების ვითარება კვლავ კრიტიკულია", - წერია განცხადებაში

მათივე ინფორმაციით რეგიონში ევაკუაციისთვის პოლიციის ხუთი ეკიპაჟი მუშაობს. ისინი უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხო გადაყვანას ჯავშანმანქანებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი