თანამომხსენებლები გასცემენ რეკომენდაციას, ხელისუფლებამ უარი თქვას ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე - PACE დეოლიგარქიზაციაზე

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ვენეციის კომისიამ განაცხადა - "დეოლიგარქიზაციის" შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვნენციასთან შესაბამისობაში მოყვანა ძნელი იქნება. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები გასცემენ რეკომენდაციას, ხელისუფლებამ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის" კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე.

მომხსენებლების აზრით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის კონტექსტში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით არსებული კითხვების ფონზე, პერსონალურმა მიდგომამ შეიძლება კანონი დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით გამოყენების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება კანონის დადგენილ მიზნებს.

"თანამომხსენებლები რეკომენდაციას უწევდნენ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე კანონპროექტში, ე.წ. სისტემური მიდგომის სასარგებლოდ, გააძლიეროს არსებული მექანიზმები, კეღზო ინტერესების არასათანადო გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, მიდგომა, რომელსაც ასევე აშკარად ანიჭებს უპირატესობას ვენეციის კომისია", - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი