ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ერთობლივ განცხადებაში გმობენ საქართველოში მზარდ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანებელის წინააღმდეგ. ამ თემაზე საუბარი ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მომხსენებლებმა ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს.
"ამ კონტექსტში თანამომხსენებლებმა დაგმეს მზარდი თავდასხმები, ხშირად ანონიმური აქტორების მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, მათ შორის ბოროტად ეჭვქვეშ დაყენება საქართველოს სუნერენიტეტისადმი მათი ერთგულების, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას.
მომხსენებლების ციტატა - აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში, აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმოს და სადაც საჭიროა გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზაციების გაჩუმებას და სტიგმატიზაციას", - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: