მორიგი დახურული შეხვედრა რესპუბლიკურში - მინისტრის მოადგილე ადმინისტრაციას ხვდება

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი დახურული შეხვედრა იმართება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური კლინიკის ადმინისტრაციისა და დირექტორს, ზაზა ავალიანს ხვდება.

შეხვედრას მედპერსონალი არ ესწრება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კი რამდენიმე კვირაა აქციებს მართავენ და სამინისტროს მიერ დაანონსებულ კლინიკის ნგრევას აპროტესტებენ.

"შევთანხმდით, რომ ამ კვირას დავუთმობდით კომუნიკაციას ყველა თანამშრომელთან, რომელთაც აინტერესებთ ინფორმაცია რესპუბლიკურის მომავალთან დაკავშირებით. ასევე, წინა კვირას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეფერხებები იყო ფუნქციონირებაში. ამ საკითხებსაც გავდივართ. ვაგრძელებთ, გუშინაც, დღესაც და ხვალაც  მანამ სანამ არ შედგება მინისტრის პრეზენტაცია, როდესაც მათ დეტალურად მიეცემათ ინფორმაცია. სამუშაო რეჟიმია ჩვეულებრივი",- ამბობს ღუდუშაური. 

ილია ღუდუშაურმა რესპუბლიკურის ყოფილი კლინიკური დირექტორის, ლევან გოფოძის პროკურატურაში დაბარებაზე თქვა, რომ ეს საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა და თავად კომენტარს ვერ გააკეთებს.

თავად  ლევან გოფოძე კი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში პანდემიისას, რესპუბლიკურში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების საკითხზე გამოკითხა. 

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი უკვე 10 დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები კი უცვლელია: 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი