იქონიებს თუ არა გავლენას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე აშშ-ის სახდეპის გადაწყვეტილება, რომელმაც 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა ისაუბრა:
გონიერ მოსამართლეს უნდა ეყოს ჭკუა და სინდისიც რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება იმ კუთხით, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს და გააგრძელოს გზა ევროპისკენ. თუ, რა თქმა უნდა, ეს მოსამართლეები არიან საღ აზრზე და მათ უკარნახებთ მათ შორის გადარჩენის ინსტინქტი, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, მათ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლონ ნიკა გვარამია...
ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი არამხოლოდ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც არიან კლანის გავლენის ქვეშ, არამედ ასევე კეთილშობილი და კეთილსინდისიერი მოსამართლეებისთვის, თუ ისინი კიედვ არსებობენ სისტემაში, რომ მათ ხმა აიმაღლონ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც მათ სისტემაში ხდება, ამხილონ ეს სისტემა და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, - ამბობს თამთა მურადაშვილი.
იხილეთ ასევე: