
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ალექსი დანილოვის ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის ბევრი ჯაშუში იყო, ზოგიერთი მათგანი უკრაინელ კი ტყვეებში გაცვალეს.
"ამ დაწესებულებაში იყო რუსეთის ფედერაციის ე.წ. დაზვერვის მრავალი წარმომადგენელი. ჩვენ უკვე გავცვალეთ ზოგიერთი მათგანი ჩვენს პატიმრებზე. ეს არის ფაქტები, რომელიც უკრაინულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს", - თქვა დანილოვმა.
დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაზე გავლენა მოახდინა არა მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების, არამედ აგენტური ქსელის მეშვეობითაც, რომელიც ისევ აგრძელებს მუშაობას სახელმწიფოში. მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამ ფენომენს ებრძვის.