აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა TV იმედის ჟურნალისტს, რომელმაც სახდეპში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვა დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასვა და აშშ-ის მხარეს კონკრეტული მტკიცებულებები მოსთხოვა, კითხვა გააწყვეტინა და ასე უპასუხა:
აქ უნდა შეგაწყვეტინოთ. სანქციები გამოცხადებულ იქნა მხოლოდ გუშინ და არამგონია, რომ ახლა იყოს დრო, მათი მოხსნის შესახებ სასაუბროდ. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ინფორმაცია მოვიპოვეთ სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, ღია წყაროებიდან და გვაქვს დამაჯერებელი ცნობები, რომ ეს პიროვნებები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ თანამდებობებს და ჩართულნი იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში. სხვა დეტალებს ახლა არ გავახმოვანებ, - ამბობს სახდეპის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი.
იხილეთ ასევე: