
დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკას ინფორმაციით რუსებმა ნიკოპოლის და მარგანეცის თემი არტილერიით დაბომბეს.
"ისევ დაბომბვა, ისევ ნიკოპოლის რაიონი მტრის ცეცხლის ქვეშ. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ორჯერ დაარტყეს რაიონი: მძიმე არტილერიით დაუმიზნეს მარგანეცის თემს და თვით ნიკოპოლს", - წერს ის
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.