
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი კანადაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, საბრძოლო მასალებისა და მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შმიგალის ვიზიტი მომდევნო კვირებში იგეგმება და უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის მთავრობა ზუსტ დროს არ აკონკრეტებს.
კანადის მთავრობის 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც მარტში დამტკიცდა, უკრაინას 2,4 მილიარდი დოლარის ახალ სესხს სთავაზობს, თუმცა იგი არ შეიცავს დამატებით სამხედრო დახმარებას. თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში, კანადამ კიევისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა გამოყო.
"ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა და გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალები ჰაუბიცებისთვის და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონტრშეტევის ორგანიზებისთვის," - თქვა უკრაინის პრემიერმა.
მისივე თქმით, კანადაში ვიზიტი მოიცავს კანადურ კომპანიასთან ატომურ ინდუსტრიაში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასაც.