
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის სპონსორთა სიაში მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობინდუსტრიის კომპანია SLB შეიყვანა.
"NAZK-მ დაამატა წამყვანი გლობალური ნავთობის ინდუსტრიის კორპორაცია SLB (ყოფილი Schlumberger) ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში იმის გამო, რომ კომპანია აფართოებს თავის ბიზნესს აგრესორ სახელმწიფოში, უპირატესობის გამოყენებით" - წერია განცხადებაში
მათივე ინფორმაციით, SLB აგრძელებს თანამშრომლობას რუსულ ნავთობისა და გაზის გიგანტებთან -"გაზპრომთან," "როსნეფტსა" და "ლუკოილთან".
მხოლოდ 2022 წლის მაისიდან ოქტომბრამდე, SLB-მ თავისი საქონლის 900-ზე მეტი პარტია რუსულ საწარმოებს მიაწოდა. გარდა ამისა, კომპანია საკუთარ ვებსაიტზე ღიად აცხადებს, რომ მან ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტში 4,5 მლრდ დოლარზე მეტი შეიტანა.