
გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით, მტრის 50-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 40 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ დღეს რუსეთმა უკრაინასთან ომში კიდევ 470 სამხედრო დაკარგა.