
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთმა დონეცკის ოლქში, ქალაქ მარინკას მახლობლად შეტევები გააძლიერა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.
"ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, რუსეთმა, დიდი ალბათობით, გაზარდა ჯავშანტექნიკის გამოყენებით თავდასხმები დონცეკის ოლქში მდებარე ქალაქ მარინკაში, რომელიც ქალაქ დონეცკისგან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობს.
მარინკასთვის ბრძოლა 2014 წლიდან მიმდინარეობს და ქალაქი საარტილერიო დაბომბვების გაცვლის შედეგად დიდწილად განადგურებულია", - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს მნიშვნელოვანი რესურსების ხარჯვას მინიმალური შედეგების მისაღწევად.