
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 ადამიანი დაიბრუნა, რომელთა მათ შორის არიან მარიუპოლის, აზოვსტალის, გოსტომელის მცველები.
რუსეთმა კი 106 სამხედრო დაიბრუნა და ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ გადაცემული ტყვეები სამკურნალოდ მოსკოვში უკვე გადაიყვანეს.