
ჩრდილოეთ უკრაინაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა ორი რუსული დრონი, Orlan-10 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დრონები სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებში ჩამოაგდეს.
"ორი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ Orlan-10, სევერშინას ფრონტის მცველებმა 10 აპრილს ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ჩერნიგოვის სასაზღვრო არეალში, მეორე კუ სუმის რეგიონში," - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა 2,323 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ბოლო დღის განმავლობაში კი 11 დრონი გაანადგურეს.