
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ოფიციალური ვიზიტით კანადაში ჩავიდა. ის ტორონტოში კანადის პრემიერთან გამართავს შეხვედრას.
კანადურ გაზეთთან ინტერვიუში შმიგალმა მანამდე თქვა, რომ ის არაა შეშფოთებული კანადის ფედერალურ ბიუჯეტში უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი სამხედრო დახმარების ნაკლელობის გამო და იმედოვნებს, რომ ქვეყანა სხვა სახის დახმარებას გაუწევს უკრაინას.
"ახლა ჩვენ გვჭირდება მძიმე ჯავშანტექნიკა. ჩვენ გვჭირდება მეტი საარტილერიო ჭურვები: საბრძოლო მასალა ჰაუბიცებისთვის და საბრძოლო მასალა ტანკებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტრშეტევის ორგანიზებისთვის", - თქვა შმიგალმა.
მოსალოდნელია, რომ უკრაინა წამოიწყებს კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსული ძალებისგან უახლოეს კვირებში ან თვეებში.