სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების დიდი რაოდენობა ყალბია

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო ოფისი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ინფორმაციის "საკმაოდ დიდი" რაოდენობა ყალბია.

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ მათმა თავდაცვის მინისტრმა სამშაბათს დილით ისაუბრა ამერიკელ კოლეგა, ლოიდ ოსტინთან. უწყების ცნობით, საუბრისას ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მჭიდროდ და სრულად ითანამშრომლებს სეულთან გაჟონვის საკითხზე.

"აშშ-ს მთავრობის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „საკმაო რაოდენობის დოკუმენტები ყალბი იყო“ - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში დამატებითი დეტალების გარეშე.

გაჟონილ დოკუმენტებში აღწერილია საუბარი სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორ მაღალჩინოსანს შორის აშშ-ის მხრიდან საბრძოლო მასალის მოთხოვნის შესახებ.

ოფიციალური პირები შიშობდნენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელსაც აშშ გაუგზავნის უკრაინას, დაარღვევს სამხრეთ კორეის პოლიტიკას, რომ არ მიაწოდოს ლეტალური დახმარება ომში მყოფ ქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა შესთავაზა პოლიტიკის გადალახვის გზა მისი ფაქტობრივად შეცვლის გარეშე - საბრძოლო მასალის პოლონეთისთვის მიყიდვით.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი