ნეთანიაჰუმ პოსტზე დააბრუნა ისრაელის თავდაცვის მინისტრი, რომელიც 2 კვირის წინ გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიანიმ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტზე იოავ გალანთი დააბრუნა. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ დღეს, 11 აპრილს განაცხადა.

ნეთანიაჰუმ გალანთი ორი კვირის წინ სასამართლო რეფორმის შეჩერების მოწოდების გამო გაათავისუფლა.

"ჩვენს შორის სხვაობებია, სერიოზული სხვაობები, მაგრამ გადავწყვიტე დავა უკან მოვიტოვო", - თქვა ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას.

ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი პოსტიდან 26 მარტს გაათავისუფლა. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გალანთმა მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება შეეჩერებინათ. მის გადაყენების შემდეგ საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა. აქციების შემდეგ ნეთანიაჰუმ სასამართლო რეფორმის განხილვა მომავალ სესიამდე გადადო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი