რაგბის კავშირის გახმაურებულ საქმეზე განაჩენი უკვე ცნობილი, მოსამართლემ სხდომა დაახლოებით 5 წუთში დაასრულა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის სარჩელი. 

2020 წლის 30 დეკემბერს ბორჯღალოსანთა ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ საჯარო რეესტრმა მას უფლებამოსილება შეუჩერა.

"არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას, 20-დან 30 დღეში დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იმედია მივიღებთ, გავასაჩივრებთ, წინ არის 2 ინსტანციის სასამართლო და ამით არ მთავრდება ყველაფერი", - თქვა აბუსერიძის ადვოკატმა. 

აბუსერიძის თქმით, ბრძოლას არ შეწყვეტს მანამდე, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს.

ავტორი: დავით ერაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი