
11 აპრილის მდგომარეობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკვე 468 ბავშვი მოკლეს, დაშავებულია 1 415-ზე მეტი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 449; ხარკოვის ოლქში - 275, კიევის ოლქში - 127, ჩერნიგოვის ოლქში - 86, ლუგანსკის ოლქში - 67, მიკოლაევის ოლქში - 85, ხერსონის ოლქში - 83, ზაპოროჟიეს ოლქში - 89, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 63, ლასტროვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში-94.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.