
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია თავის შვიდწლიან პროგნოზში აღნიშნავს, რომ უკრაინის, რუსეთის, ბელარუსისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვები 2029 წლამდე გაგრძელდება.
მათივე ცნობით, ინდუსტრია აგრძელებს აღდგენას პანდემიისგან, მაგრამ ძირითადი ფაქტორი, რაც ამ პროცესს ანელებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინამ მთლიანად დახურა თავისი საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა და აშშ-მ დახურეს ცა რუსული თვითმფრინავებისთვის.